მას სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"თავი მთლიანად აქვს დამწვარი, ორივე ზედა კიდური და ასევე გულ-მკერდის წინა ზედაპირი. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ე.წ. ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია. მისი მდგომარეობა მძიმეა და უტარდება დამწვრობის შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებს გუგა ქაშიბაძე დამწვრობის ცენტრის დირექტორი.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსში აფეთება გუშინ,28 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.