გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო

29-10-2019

პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალური ქსელის საშუალებით წყალტუბოს განვითარებისათვის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო
,,კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა. წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის საშვილიშვილო გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს რეგიონს და მთელ ქვეყანას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს და ახორციელებს ერთგვარ საქველმოქმედო ინვესტიციებს, რომლითაც ქმნის ინფრასტრუქტურას ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს კი ადამიანების დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატება მას ამ დიდ წამოწყებაში“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031