გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ქემოკლიძე: ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს და ამ საქმის სიღრმისეული გამოძიება მოხდეს

27-02-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის სიღრმისეული გამოძიება მოხდეს. 
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„ჩვენ აბსოლუტურად ვათვითცნობიერებთ და გვესმის ოჯახის სიბრაზე და ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მოცემულ მომენტში ოჯახს აქვს და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს, მოხდეს სიღრმისეული გამოძიება ამ საქმის. თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ცხადია გაგვაჩნია, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კითხვის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს. ის ორი ადამიანი რომელიც უკანონოდ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში უნდა გათავისუფლდეს“-განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა. მისი ცხედრის გადმოცემზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930