გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო დაჯარიმებული ტაქსისტებისთვის პარლამენტი ამნისტიის აქტს გამოსცემს

30-10-2019

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონსიხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილესკანონპროექტი.თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიანპირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულოპოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტისდარღვევის გამო. ესენი არიან ის ტაქსის მფლობელები, რომლებსაცჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყოთეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერსდაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031