გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ ლალიაშვილი: ყალბი პატრიოტები ნამდვილ პატრიოტებს, ხელოვანებს, ექსპერტებს და ნამდვილ ინტელექტუალებს ისევე გაუსწორდებიან, როგორც მარკ როზოვსკის საყვარელ ვსევოლოდ მეიერხოლდს გაუსწორდნენ

30-10-2019

„სანამ საქართველოში ბატონობს ახალი ქართული პატრიოტიზმი, რომლის მთავარი იდეოლოგია რუსოფობიაა, რომლის შემოქმედი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის მიერ შექმნილი ექსპერტებით, მედიით და ნაც-ინტელიგენციით, რომლის მიზანიც აქ რუსი ტურისტის და ხელოვანის შემოსვლა კი არა, რუსი ჯარისკაცის შემოსვლა და მინიმუმ რუსეთთან ეკონომიკური ომის წამოწყება გახლავთ” - ამბობს ტვ „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი თავის ეპილოგში.

როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოძრაობამ, რომლის სახელწოდებაა „რუსეთი ოკუპანტია“ მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის Театр у Никитских ворот გასტროლები გააპროტესტა. ,,მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია და დღესაც ატოცში მავთულხლართებს მართავენ რუსი ოკუპანტები, ქუთაისში მოსკოვის თეატრს არ უნდა მასპინძლობნდნენ” - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ნიკა ლალიაშვილის თქმით, ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპის და აზიის ექვს თეატრთან არის დამეგობრებული, მათ შორის მოსკოვის თეატრთან, რომლის დამაარსებელმა მარკ როზოვსკიმ ღია წერილით გააპროტესტა ყირიმის ოკუპაცია, კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთში ომის შეწყვეტისკენ და საერთოდაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც კი იყო.

„ეს არის ორი თეატრის მეგობრობა, ანუ კულტურული ურთიერთობა, შემოქმედებითი მეგობრობა, რაც არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. თუ მაინც მოგვინდება პოლიტიკასთან დაკავშირება, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ამ თეატრის დამაარსებელი, მარკ როზოვსკი, ცნობილი ფილმის დარტანიანი და სამი მუშკეტერის სცენარის ავტორი, რომლის სპექტაკლები იდგმება ბროდვეიზე, ლონდონში, სტოკჰოლმში და მადრიდში, გახლავთ ადამიანი, რომელმაც ღია წერილით გაპროტესტა ყირიმის ოკუპაცია, რომელიც კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთში ომის შეწყვეტისკენ და საერთოდაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც კი იყო. ანუ, ეს თეატრი ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს პუტინის რბილი თუ მაგარი ძალის არანაირ გამტარებლად.

დაბულინგებულმა მესხიშვილის თეატრმა სუფთა ქუთაისურად განაცხადა: ბიჯო, ტურისტული რუსეთი და ტურისტების ჩამოსვლა გვინდა, სპორტული და კულტურული რუსეთი არ არსებობსო?

რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ სანამ საქართველოში ბატონობს ახალი ქართული პატრიოტიზმი, რომლის მთავარი იდეოლოგია რუსოფობიაა, რომლის შემოქმედი არის ნაციონალური მოძრაობა, მის მიერ შექმნილი ექსპერტებით, მედიით და ნაც-ინტელიგენციით, რომლის მიზანიც აქ რუსი ტურისტის და ხელოვანის შემოსვლა კი არა, რუსი ჯარისკაცის შემოსვლა და მინიმუმ რუსეთთან ეკონომიკური ომის წამოწყება გახლავთ, მანამდე ქუთაისის მესხიშვილის თეატრი უნდა შეეგუოს, რომ ყალბი პატრიოტები ნამდვილ პატრიოტებს, ნამდვილ ხელოვანებს, ნამდვილ ექსპერტებს და ნამდვილ ინტელექტუალებს ისევე გაუსწორდებიან, როგორც თავის დროზე გაუსწორდნენ მარკ როზოვსკის საყვარელ ვსევოლოდ მეიერხოლდს“ - განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

ვიდეოს ბმული https://www.imedi.ge/ge/video/44111/swot-analizi--epilogi

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930