გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე: ასეთი შეხვედრა არ შემდგარა

30-10-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართული ღონისძიების შემდეგ, მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს პასუხს ამ კითხვაზე. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და მე ვფიქრობ, მთელი საქართველო. ეს თემა, საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ განიხილოს. ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ვინმემ, რომ განიხილოს ეს თემა - პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენება.

არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ მე. არ ვიცი, არ ვყოფილვარ. გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაული არის თუ არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ იწყებს გამოძიებას, ის უთანხმებს პროკურატურას, ანუ ზედამხედველია.

პროკურორმა თქვა და განცხადება გააკეთა. მისი საუბრიდან, თუ დანაშაული გამოვლინდება, პროკურორი გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა გამოძიება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031