გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ფსიქიკური აშლილობის ფორმაა” - რატომ მატულობს სექსუალური ხასიათის დანაშაული

31-10-2019

ბოლო პერიოდში სექსუალური ხასიათის დანაშაულებებმა საგრძნობლად იმატა, უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის დანაშაულის მსხვერპლი კი არასრულწლოვანია, რაც საზოგადოების შეშფოთებას მეტად ზრდის. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 152 პირი მიეცა, აქედან 114 კი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულშია მხილებული.

ფსიქოლოგი გივი მერაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ არასრულწლოვნების ძალადობაზე ხშირად საუბარმა და პრობლემის წინ წამოწევამ შესაძლოა უკუჩვენებაც გამოიწვიოს.

„გარყვნილობამ იმატა, როდესაც ამის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ, ზოგჯერ ჰგონით, რომ ამით ჩვენ ვამხელთ და შემდეგ სხვა ამას აღარ ჩაიდენს, მაგრამ, ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე,

„ამაზე ხშირად საუბარისას ცნობიერად თუ არაცნობიერად, ადამიანს უკვე უჩნდება ასეთი აზრი, რომ თუ იმან ჩაიდინა, ამან ჩაიდინა, ჩემთვისაც ასე თუ ისე შესაძლებელია ამის გაკეთება. არასრულწლოვნების მიმართ ასეთი ტიპის დანაშაულებები, ადრე უფრო ნაკლებად ხდებოდა, ან თითქმის არ ხდებოდა, დღეს უფრო მომრავლდა.

„არასრულწლოვანზე სექსუალური ტიპის ძალადობა, ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაა, თუ არ ვცდები საუბარი იყო, რომ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილება შეიტანონ, რომ ვითარება გამკაცრდეს. კანონის გამკაცრება პრობლემის გადაწყვეტას არ იწვევს ხოლმე, ეს კანონმდებლებმა უნდა იცოდნენ და რატომღაც ჰგონიათ, რომ მათი საქმე მხოლოდ კანონის გამკაცრებაა.

„თავის დროზე, როდესაც დახვრეტა და ადამიანების სხვა ტიპის სიკვდილით დასჯა იყო, ეს პრობლემას არ ცვლიდა, ახლაც ასეა, ყოველთვის ასე იქნება, რომ კანონის გამკაცრებას პრობლემას არ შველის, პრობლემა ფსიქიკურ აშლილობასთანაა დაკავშირებული და ამიტომ ასეთ ხალხს მკურნალობა სჭირდება" - აცხადებს ფსიქოლოგი.

მისივე შეფასებით, დღეს შესაძლოა ამის გამომწვევნი თვითონ არასრულწლოვნებიც იყვნენ.

„მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ თვითონ არასრულწლოვნებიც შესაძლოა გამომწვევნი იყვნენ, არაერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ არასრულწლოვნები პორნოგრაფიაში იღებენ მონაწილეობას, აქედან გამომდინარე დამნაშავისთვის უფრო მოსალოდნელია, რომ თვითონ არასრულწლოვანი სექსუალურ აქტიურობაშიც იღებდეს მონაწილეობას.

„ამდენად, ბევრი რამ ფსიქოლოგიურად დასაშვები გახდა, ბავშვევისთვისაც დიდებისთვისაც, ამიტომაც, ასეთი მოვლენები რომ გახშირდეს, გასაკვირი არაა.

„ასეთი ტიპის დამნაშავეებისთვის უფრო ფსიქო-თერაპიული მოქმედებებია ჩასატარებალი, ვიდრე კანონის გამკაცრება, კანონი მოქმედებს მაშინ, როდესაც შედეგი დადგება, შედეგის დადგომამდეა გარკვეული პრევენცია, ჰგონიათ, რომ მკაცრი კანონი ვიღაცას შეაშინებს და ის არ გააკეთებს ეგრე არ ხდება" - აცხადებს მერაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

მისი თქმით, ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

ცაციაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.

ცაციაშვილის განცხადებით, უწყება მიმართავს მოსახლეობას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930