გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიის ელჩი: მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრის გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას ცხადყოფს

4-11-2019

იტალიის საელჩო და ელჩი, ანტონიო ბარტოლი მარგო მარტიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ელჩის შეფასებით, მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ამჟამად არსებული შეზღუდვები ადმინისტრაციური საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე.

მისი თქმით, ეს სამწუხარო მოვლენა ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, განსაკუთრებით -მაგრამ არა მხოლოდ - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

იტალიის საელჩო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს, ხაზს უსვამს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის აუცილებლობას, რომელიც სრულად გამოიყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით მიღწეულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ცხელ ხაზსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031