გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: ისინი იკადრებენ ყველაფერს, რაც ქართველი ხალხის, საქართველოს ეკლესიის და ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოადგებათ

4-11-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ერთი ნაწილი სტალინისტური იდეებით გაერთიანდა ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ჩეკისტური მეთოდებით ებრძოლოს მას.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან ბრძოლის მექანიზმი ერთია. თავიდან ცილს სწამებენ- პრო-რუსულობაში, ცდილობენ ამ თემით მოახდინონ დისკრედიტაცია, შემდეგ კი ცილისწამება და მათი ქმედებები წარმოუდგენელი სიცრუისა და სიბინძურის ხარისხს აღწევს.

სინამდვილეში ეს სტალინისტური მეთოდია, რაც “შესანიშნავად” გაითავისეს მათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც იყენებენ, ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ.

გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაანონსა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ოპოზიციის 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების სტრატეგია. სტრატეგია კი, როგორც თავად თქვეს, მდგომარეობს შემდეგში, ისინი იკადრებენ ყველაფერს, ყველა დანაშაულზე, ყველა სტრატეგიაზე მოაწერენ ხელს, რაც გამოადგებათ ქართველი ხალხის, საქართველოს ეკლესიის და ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრობლემები არ დაიძლევა კრიზისული კერების შექმნით და დაპირისპირების წახალისებით. ეს სტრატეგია კი ეკლესიისთვის სწორედ სირთულეების შექმნას ისახავს მიზნად, რაც ამორალურია და მას თავის შეფასებას მისცემს ყველას საღად მოაზროვნე”-განაცხადა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930