გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელიც მანქანებს მოტყუებით ქირაობდა და არ აბრუნებდა, 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

5-11-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები

სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისა და მოტყუებისთვის, ასევე ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიათან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ.-მ „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა იქირავა დ.მ.-სგან.

შეთანხმების თანახმად, ლ.მ.-ს მისთვის დღეში 40 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2 კვირის საფასურის გადახდის შემდეგ მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

2018 წლის 13 დეკემბერს, ლ.მ. შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

დეპარტამენტის ცნობით, ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 23-24 ოქტომბერს, ლ.მ. ქ.თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რ.ც.-ს კუთვნილი „დაევო მატიზის“ მარკის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ.ც.-ს პირად დოკუმენტაციასა და ნივთებს, ხოლო 2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ.ც.-ს საზღვარგარეთის პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, იქირავა გ.მ.-ს კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის’’ მარკის ავტომანქანა, შემდეგ კი პატრონს აღარ დაუბრუნა, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 11 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცველების მიერ იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა ლ.მ. 2019 წლის 24 იანვარს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930