გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრიდომ ჰაუსის მონაცემებით საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

5-11-2019

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს.


ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უფრიდომ ჰაუსი: საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშიასწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდიაა.

აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930