გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

5-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის Iმიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, ნესტან-დარეჯნის, ავთანდილის, თინათინის, ხატაეთის, შერმადინის, ასმათის, ფატმანის, უსენის, რამაძის, დავარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მარუაშვილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ბაგრატ III-ის, არქანჯელო ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპროთის, სტრაბონის, ბერტა ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ერედვის და ნიკო ბურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლილოს დასახლების, სადგური ლილოს დასახლების, ჭირნახულის, ლისის, თუთის, მუხის, ტირიფების, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა გორგასლის, დიმიტრი გულიას, გულუას,დიდი ხეივნის, ხეივნის, უსახელოურის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდის, გლდანის მასივის II, VI, VII, VIII მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის, ფარსმან ქველის და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 15 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე აეროპორტის დასახლების, ლოჭინის ხევის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930