გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: ჩვენ გავდივართ გზას, რომელიც სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ეს არის განვითარების, თავისუფლების და ხალხის კეთილდღეობის გზა

6-11-2019

“Georgia Today” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ბლოგს „ამბავი ორი საქართველოს შესახებ“ აქვეყნებს.

სოფიო ქაცარავა ბლოგის დასასწყისში საუბრობს იმ გამოწვევებსა და მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ ოცნებას დახვდა და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ მათ საკმაოდ რთული გზა გაიარეს, რომ მიეღწიათ თავისუფლებისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში მოითხოვდა.

სოფიო ქაცარავა აღნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ ისწრაფვის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია სიტყვის თავისუფლებაზე, თავისუფალ ოპოზიციაზე, მედიაზე (მათ შორის სოციალურ მედიაზე), თავისუფალ ბიზნეს გარემოსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. „ჩვენ ახლა ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რომლისგანაც საკმაოდ შორს ვიყავით 7 წლის წინ“ - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

მისი თქმით ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი .

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მნიშვნელობაზე, რომელიც ეფუძნება სტაბილურ პროგრესს, განვითარებას და უსაფრთხოებას.

„ჩვენ გავდივართ გზას, რომელიც სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ეს არის განვითარების, თავისუფლების და ხალხის კეთილდღეობის გზა“ - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930