გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგულ ვაქცინას 15 ნოემბრიდან ელოდებიან

6-11-2019

გრიპის საწინააღმდეგო, ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინები აფთიაქების ქსელში სავარაუდოდ 15 ნოემბერს შევა, თუმცა იმპორტის ვადები მწარმოებელზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მათ ოქტომბრის ბოლოს 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანეს, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. შემსყიდველებს შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები საკუთარი თანამშრომლების აცრის მიზნით შეიძინეს.

„ჯიპისიში“ ამბობენ, რომ ნოემბრის შუა პერიოდისთვის ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია.

ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა.

ამ მომენტისთვის კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია.

ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.


შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.

https://1tv.ge/news/komerciul-qselshi-gripis-sawinaaghmdego-franguli-vaqcinis-15-noembridan-elodebian/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930