7-11-2019
ახალგორში 49 წლის მამაკაცი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა, არასათანადო სამედიცინო
დახმარების გამო გარდაიცვალა.
ოჯახის წევრებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზის გამო ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის დედა წეროვანში იმყოფება და მისთვის ამ დრომდე უცნობია შეუშვებენ თუ არა რუსი ოკუპანტები საკუთარი შვილის დაკრძალვაზე.
დე-ფაქტო საოკუპაციო საზღვარი უკვე ორი თვეა ჩაკეტილია.
სილ ცოტა ხნის წინ კი, ანალოგიურ სიტუაციაში, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ახალგორში ქალბატონი გარდაიცვალა.