გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიამ ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

8-11-2019

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში დეგუსტაცია-

სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

 
კენიჩი ოჰაშის მიერ გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ.

ღონისძიებას 65 სტუმარი - ღვინის პროფესიონალები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოტოჰირო ოკოშიმ სტუმრებს ქართული ღვინისა და საკვების შეხამებასთან დაკავშირებით, პროფესიული რჩევები მისცა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოები.

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების კუთხით“ - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930