გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა სირაძე: დღესაც, როგორც გუშინ, გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქის უფლებების და მართლწესრიგის დაცვას

9-11-2019

​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სირაძის განცხადებით, პოლიცია უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, სამართალდამცველები ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებებს და მართლწესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, გავაგრძელებთ ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებების და მართლწესრიგის დაცვას. არსებული ინფორმაციით, ჯამში, დაკავებულია 28 პირი. აქედან, თბილისში დაკავდა 25 პირი, ბათუმში დაკავდა 3 პირი.

ამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი როგორც გუშინ მოგახსენეთ, დაკავებულია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. დღეს არ დაკავებულა დამატებით არც ერთი პირი.

რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურების მიერ თითოეული კინოდარბაზი, შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას.

შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ. პოლიციური ძალები განთავსებული იქნებიან კინოდარბაზების და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტალოდეტექტორების საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში.

კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და ნებისმიერ მხარეს, რომ ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930