გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა“ და წყალტუბოს პროექტები უპრეცედენტოა

9-11-2019

ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის განათლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა.

მისი შეფასებით „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია.

„საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ქვეყნის აღმშენებლობასთან, სახელმწიფოებრივად შორს მიმავალია. თუ დავაკვირდებით, ყველა პროექტი არის სრულყოფილება. მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის განათლება, რომელიც პრიორიტეტია. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ექნება საშუალება, მიიღოს ევროპული განათლება. ვიცით, დღევანდელი გამოწვევა მთელ მსოფლიოში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების თვალსაზრისით და სწორედ ამას მოემსახურება ეს უნივერსიტეტი, არამარტო ამას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მიხეილ ყაველაშვილმა წყალტუბოს პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალტუბო აღმოსავლეთ ევროპაში ჯანდაცვის კერა გახდება.

„ეს ორივე პროექტი არის უპრეცედენტო. მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივმართო, რომ იქნებ ეს უანგარო დამოკიდებულება იყოს სათანადოდ შეფასებული, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვინც ვგრძნობთ და ვაღიარებთ ამ ყველაფერს, ეს ერთია, თუმცა თითოეული მოქალაქისთვის ეს არის უანგარობის განცდა, დამაფიქრებელია ყველა ჩვენთანაგანისთვის, ყველა ოჯახისთვის, რომ საქართველოში შეიქმნება ასეთი მასშტაბური პროექტი და ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ახალგაზრდას, რომელსაც ექნება საშუალება ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031