გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯონ შა ადრონული თერაპიის ცენტრზე: ჩვენ წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებს და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ პროექტის დაწყება

10-11-2019

„იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა გამოიხატება ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნაში. ჩვენ წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებს და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ ხსენებული პროექტის დაწყება.“ - ამბობს იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯონ შა ქუთაისის საერთაშორის უნივერსიტეტის შესახებ გადაღებულ ფილმში, რომელშიც საუბარია ადრონული თერაპიის ცენტრზე.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სამედიცინო ფიზიკაზე, იულიხს უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ამ შემთხვევაშიც.

„ამ მხრივ ჩვენ გვყავს უამრავი ექსპერტი ბირთვული ფიზიკის, იმიჯინგის და რადიოქიმიის სფეროდან, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტის განსახორციელებლად. როდესაც საუბარია სამედიცინო ფიზიკაზე, იულიხს უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ამ შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის სასარგებლო. ჩვენ წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებს და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ ხსენებული პროექტის დაწყება. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კონტაქტი ჩვენს ქართველ კოლეგებთან, ასევე კოლეგებთან მთელ გერმანიაში და არა მხოლოდ იულიხში, რათა გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან“ - აცხადებს ჯონ შა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930