გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ბარათაშვილზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

28-02-2018

თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

უწყება ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დანარჩენი დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. სამწუხაროდ, დღეს, ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთი, 14 წლის მოზარდი, მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს“- ნათქვამია განაცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930