გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კარდაშიანის ქმარს, რეპერ კანიე უესტს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა სურს

11-11-2019

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter-ი წერს.


ნიუ-იორკში, Fast Company Innovation Festival-ზე სიტყვით გამოსვლისას რეპერმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს. დარბაზში შეკრებილები ამას სიცილით შეხვდნენ, რის შემდეგაც უესტმა ჰკითხა მათ, რა იყო ამაში სასაცილო.


„ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდით! ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეში ზის. მარტინ ლუთერ კინგი​ მოკლეს არა იმიტომ, რომ მას ოცნება ჰქონდა, მას ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ის აფროამერიკელების უფლებებზე და შესაძლებლობებზე საუბრობდა“, - განაცხადა კანიე ​უესტმა.


https://imedinews.ge/ge/tabloidi/120859/kanie-uests2024-tsels-saprezidento-archevnebze-kenchiskra-surs

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728