გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ „ბულბულს“ მსხვერპლი მოჰყვა

11-11-2019

ბანგლადეშსა და ინდოეთში ციკლონ „ბულბულის“ შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ France 24 წერს.


გამოცემის ინფორმაციით, 8 ადამიანი ინდოეთში დაიღუპა. ბანგლადეშში ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, 5 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დროებით თავშესაფარში 2,1 მილიონი ადამიანია განთავსებული.


„ბულბული“ ბანგლადეშს თავს 9 ნოემბერს დაატყდა. სინოპტიკოსების ცნობით, ციკლონი ძალას კარგავს.


https://imedinews.ge/ge/msoflio/120885/indoetsa-da-bangladeshshi-tsiklonbulbuls-mskhverpli-mohkva

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30