12-11-2019
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გაწვრთნილ, ჩივილსა თუ სხვადასხვა მახინაციებში გამოცდილ ე.წ. მსხვერპლს, თამთა თოდაძეს სახელმწიფო იმსპექტორის სამსახურისთვის მიუმართავს ჩემს წინააღმდეგ, როგორ თუ ,,მთავარი არხის" სატელევიზიო გადაცემაში ,,ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან ერთად" ჩემი მონაცემები გააჟღერაო, ნიკას ვერ გაუბედა ჩივილი, სჭირდება, არადა სწორედ ნიკასგან, ამავე გადაცემის მეშვეობით გავიგე სხვა სისხლის სამართლის საქმის შესახებ, სადაც უსაფუძვლოდ, ანალოგიურად დააბრალა კაცს ძალადობა. რამდენი რამ არ ვთქვი სწორედ იმ გადაცემაში და გავჩუმდი, რამდენი მაქვს სალაპარაკო. როგორ ვერ ისვენებს პატარა ცრუ თამთა, როგორ მარტივად გავშიფრე პირველივე დღიდან დედა - შვილის გამოცდილება და იაფი სცენარი, ჯერ ეს დასაწყისია.“