12-11-2019
თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ.
როგორც ზოოპარკში აცხადებენ, ჯერ-ჯერობით ლეკვების სქესი და ზუსტი რაოდენობა უცნობია. თანამშრომლებმა მხოლოდ ორი მათგანის დაფიქსირება შეძლეს.
მათივე ცნობით, ზოოპარკში სადაც მათი გამრავლების პროგრამები ხორციელდება, რადგან ეს ჯიში ადვილად ვერ მრავლდება.
აფრიკული მოხატული ჯიშის ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, ამიტომ მათი გამრავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აფრიკული ჯიშის ლეკვებმა თვალები უკვე აახილეს და თავს კარგად გრძნობენ.