გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

12-11-2019

იტალიის დედაქალაქ რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“
გაიხსნა , რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ფოტო ისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას და ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულ იტალიელ სტუმრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ სიტყვით მიმართა. მან სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930