12-11-2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული
ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (48 აბი) და ფსიქოტროპული (166 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.