გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IIIმიკრორაიონისIII კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XIმიკრორაიონისIII კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ანაპის,თორნიკე ერისთავის, ფეიქართა და მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IVკვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიდი დიღმის I,IVმიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის,გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ფარნავაზის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ტაშკენტის, ოდესის, ზოვრეთის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ელენე ახვლედიანის აღმართის, ელენე ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 16 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 14 საათამდე მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 16 საათამდე კი ფონიჭალის IIIმიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930