13-11-2019
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.6 მლნ. აშშ დოლარი (3.1 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 295.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა.