გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალურ მოძრაობაზე - გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მათი ბელადის უსასრულო ბატონობაზე მორგებული, სრულიად მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმ

13-11-2019


„გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მათი ბელადის უსასრულო ბატონობაზე მორგებული, სრულიად მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა, კონსტიტუცია, რომელსაც უმაღლესი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.


მან დეპუტატებს ასევე შეახსენა როგორ უპასუხეს „ამ ექსტრემისტებმა“ მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას - წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩენო ბარიერის პირობებში ჩაეტარებინა პროპორციული არჩევნები.


„გაიხსენეთ, თუნდაც სულ ახლახან, როგორ უპასუხეს ამ ექსტრემისტებმა მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას, პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩენო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა პროპორციული არჩევნები - არც მისალმებიან ჩვენს ინიციატივას, პირიქით - სისუსტედ და მარცხად ჩაგვითვალეს ეს ნაბიჯი და შემდგომ, რამდენიმე თვე ქუჩიდან არ გავიდნენ, რომ იქნებ დესტაბილიზაციის კერა და მუხტი შეენარჩუნებინათ“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930