გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის

13-11-2019

მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.

"ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის - 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იქნეს მოწოდებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს.

"ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დამატებითი ავტობუსების შეძენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930