გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს: ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით

13-11-2019

„ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით“- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

მისი განცხადებით, „ნაცების", „შმაცების" და „შმაცუნების" შეცვლა არ მოხდება. ამ სიტყვებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე" მოჰყვა.

გარდა ამისა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა. გოგიჩაიშვილი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციის წევრებს ბერბიჭაშვილები უწოდა.

„ჩინჩალაძე და მიქაუტაძე ვინ არიან? შენ ხარ ბერბიჭაშვილი“,- მიმართა კობახიძეს გოგიჩაიშვილმა.საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ლევან გოგიჩაიშვილს მიმართა: „შე ნაძირალა, გაჩუმდი. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ. მაგიტომ ხარ „ნაცებთან“ ტანდემში, გიგლა ბერბიჭაშვილი რომ ხარ. ლევან, არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ მაგრად“.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

„მთავარი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში, რამდენ პროცენტსაც იღებს პარტია, თითქმის იმდენ მანდატს იღებს პარტია პარლამენტში, ეს არის პირველი დადებითი მხარე. ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური პლურალიზმის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, ეს არის მეორე დადებითი მხარე. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარტიული სისტემის კონსოლიდაციასა და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცისას"- განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/121124/irakli-kobakhidze-opozitsioner-deputatebs-bebiashens-mogtsem-nu-ikrichebit?fbclid=IwAR18P1EatL4KQ6R1GcII7b7J5moti6adWW0prQMrdBU4F3lmNlrGUNHdJ4I

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930