გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შიოლაშვილი: დღეს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე

13-11-2019

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შეხვედრა მასთან პირისპირ მიმდინარეობდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე სხვა დეპუტატებსაც ხვდება. ამასთან, შიოლაშვილის განცხადებით, ისინი დამოუკიდებლები არიან და არ ფიქრობს, რომ “ზეწოლით, დაშინებით მყარ პოზიციას ვინმე შეცვლის”.

“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში”,-განაცხადა შიოლაშვილმა.

დღეს "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გახდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930