გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა" - გიგი ადამაშვილი

1-03-2018

19 წლის მომღერალი გიგი ადამაშვილი, რომელმაც საოცარი ხმით მალევე მოიპოვა თავყვანისმცემლების არმია, „სარკესთან“ ინტერვიუში კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გიგის თქმით, მის პირადში სიახლეა.


“ ჩემს ცხოვრებაში საინტერესო გოგო გამოჩნდა. ჩემზე საკმაოდ უფროსია, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. გეტყვით იმას, რომ ცნობილი სახეა. ალბათ ამ ურთიერთობის გასაჯაროება ადრეა, რადგან სულ ახალი ამბავია. თუ ურთიერთობა მოიტანს იმ ეტაპს, რომ სახალხოდ ვთქვა, სიამოვნებით ვიტყვი.

არ ვიცი, მიყვარს თუ არა. შეიძლება შეყვარებულიც ვარ და ვერ ვხვდები, რადგან აქამდე არავინ მყვარებია. ისე ხდება, რომ არასოდეს ვგეგმავთ , მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით“ - ამბობს გიგი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როდესაც მისი და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე ესმის ჭორები, გიგის თქმით, სოფო მისი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია.

"სოფო ჩემთვის მეგობართან, ძმაკაცთან და გულშემატკივართან ასოცირდება და ამ თემაზე სერიოზულად ვერც ვსაუბრობ. არც კი მიფიქრია, რომ ამ ჭორს ოდესმე სერიოზულად გავცემდი პასუხს" - ამბობს გიგი.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30