გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 3% - იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება

14-11-2019

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროპორციული საარჩევნო
სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები 3% - იანი ბარიერით ჩატარდება.
„მომავალი წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს კენჭისყრა შედგა და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ ინიციატივას, ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

შესაბამისად, პარლამენტმა კანონპროექტი ვერ მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3% - იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ასევე ნიშნავს პროპორციული და მაჟორიტარული მექანიზმების გამოყენებას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში“-განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930