14-11-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წარმომადგენლები - ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუჭრეს.
კოპალიანი აცხადებს, რომ ის ქალების ძალადობის მსხვერპლი გახდა და ეს ჩვეულებრივი თავდასხმაა.
„დღეს სცადეს, რომ მე გავეშვი პარლამენტის წევრობიდან. ე.წ ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში, სადაც მე ვიჯექი ჩემს ადგილას, ხოშტარიამ ამოიღო ჩემი ბარათი, ბოკუჩავას გამზადებული ჰქონდა მაკრატელი და გაჭრა. ნახევარი ხოშტარიას აქვს სამახსოვროდ, ეტყობა ჩემი თვალები მოსწონს.
მე ამ ფაქტს თავდასხმად ვაფასებ და მიპასუხონ გამოცდილმა იურისტებმა, არის თუ არა ეს თავდასხმა. მომხდარი არ გამკვირვებია, რადგან ეს ადამიანები არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც დეპუტატი დამიჭირეს, მცემეს და სისხლიანი მათრიეს რუსთაველის პროსპექტზე. ასე, რომ მათგან დეპუტატის მანდატის დაჭრა არ გამიკვირდება“ - ამბობს კარლო კოპალიანი.