გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი: მომხდარით შეშფოთებული ვარ

15-11-2019

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის
კანონპროექტის ჩაგდებამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი შექმნა, რის გამოც ის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.

ევროკავშირის ელჩი დღეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩაგდების გამო შეშფოთება გამოთქვა.

,,მე შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან.კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე, ჩემს კოლეგებთანაც გაგრძელდება"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და ბიძინა ივანიშვილის ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ ოფისში შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930