17-11-2019
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ გზით, 24 საათიან რეჟიმში, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს შენობაში არ შეუშვებენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, „პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგებიან და პროპორციული სისტემით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ.“
ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი.