გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია

17-11-2019

ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია, გარდაცვლილები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი და გამოძიება მიმდინარეობს.

მკვლელობა ატენის 20 ნომერში, სავარაუდოდ ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა დედა და და მოკლა. 

"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანის ადგილმდებარეობა მეზობლებს ხელს უშლიდა და მას სახლში მიაკითხეს. მეზობლებს  ბინაში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

"კურიერი"  დეტალებს არკვევს.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031