19-11-2019
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ტანახმადაც, სამინისტროს მიერ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
"რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ"-აცხადებენ შსს-ში.