19-11-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის მასივი იწვის.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
„რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
მიმდინარეობს დაკვალიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.