გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

19-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „სადახლო-საავტომობილო“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930