გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერიის შესაბამისი სამსახურები კანდელაკის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთს მოაწესრიგებენ

20-11-2019

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლოს და ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად მოგვარდეს.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა კონკრეტული პრობლემადაფიქსირდა.

„ძალიან სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. როდესაც სამუშაოებსვამთავრებთ, შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაკვირვებას ვახორციელებთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული. არსებობს სპეციალური მანქანა - რობოტი, რომელიც შედის მილში და პირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა მილებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგებას დაიწყებს.

„არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლადგანხორციელებულიპროექტების მიმართ. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს და მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930