კამპანია ჰეშთეგით #ყველაიმსახურებსქონდესსახლი მიმდინარეობს. ამ კამპანიაში ჩასართველად კი „ჩემი სახლი“ საქართველოს მასშტაბით სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს იწვევს.
როგორც „პირველს“ კომპანიაში განუცხადეს, მათი ინიციატივით ამ ეტაპზე 5 სახლი დაიდგა დიდ დიღომში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკსა და გლდანში.
ჯამში 10 სახლის დადგმა იგეგმება. დანარჩენი ლოკაციები კი, სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად განისაზღვრება.
„ზამთარში, სიცივეში, ქუჩაში უპატრონო ძაღლები დადიან, ჩვენი მიზანია, რომ მათ ჰქონდეთ სახლი. კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც გააკეთებენ იგივეს. ამ ეტაპზე მარტო ჩვენ ვართ ინიციატორები“, - აცხადებენ „ჩემი სახლი“-ში.
კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობასაც მოუწოდებენ, უპატრონო ძაღლები საკვებით უზრუნველყოფაში ჩაერთონ.