20-11-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის ჩიხის, დიღმის მასივის I კვარტლის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, აღმაშენებლის ხეივნის, დისევის, ჯორჯ ბალანჩინის, ლუბლიანას, პოლიტკოვსკაიას, ცინცაძის, ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, პეტრე ქავთარაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, იოველ ქუთათელაძის, უნივერსიტეტის და მედეა ჩახავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, თელეთის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 18 საათამდე აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბინიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის და ზესტაფონის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე გალის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.