20-11-2019
„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
მისი თქმით, სხვადასხვანაირი სისტემები ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოშია.
„ზოგ ქვეყანაში არის შერეული სისტემა, ზოგში პროპორციული. მაგალითად მაჟორიტარული სისტემა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენც დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივის განხილვაც მოხდეს და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. საინტერესო ინიციატივაა, რატომაც არა"- აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.