გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცაგერში ტყის მასივი იწვის

21-11-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფეჩის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, საღამოს 5 საათისთვის გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „რეგიონულ კვირას“ ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, გაგა ბერიძემ განუცხადა, ტყეში ცეცხლი ბუჩქნარსა და ეკალ-ბარდებს უკიდია და დაახლოებით, 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

„დაახლოებით 5 ჰექტარი ტერიტორია იწვის და ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალბარდებსაა მოდებული, ღამემ გაართულა ხილვადობა და მუშაობაც. დილით, როგორც კი ხილვადობა იქნება, სალიკვიდაციო სამუშაოები გაგრძელდება“,-განაცხადა გაგა ბერიძემ.

"კვირა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031