21-11-2019
პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა, საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები რამდენიმე დღეა გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, რომლის მიხედვითაც პირველი ვიცე–სპიკერის ადგილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დაიკავებს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს რომან კაკულია ჩიაბარებს, მას კი პაატა კვიჟინაძე ჩაანაცვლებს.
დეპუტატები გავრცელებულ ვერსიებს ადასტურებენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საბოლოო შედეგი ცნობილი უმრავლესობის სხდომაზე გახდება.