გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავას ინიციატივით საბჭოთა კავშირის დროინდელი „თევზის დღე“ ტრანსფორმირდება

21-11-2019

„საბჭოთა პერიოდში ხუთშაბათი თევზი დღე იყო, ახლა კი ბოქლომის დღით ჩანაცვლდება“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ დღეს, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანცელარიის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.

ოპოზიციის წევრების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მათ უფლება აქვთ კანცელარიის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადონ.

მისივე თქმით, ხალხი არ დაიღლება და ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.

მთავრობის სხდომის პარალელურად, საქართველოს კანცელარიასთან აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930