გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

21-11-2019

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია
სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, ქუჩაზე ეწყობა გარე განათების ახალი სისტემა და მონტაჟდება LED განათების ლამპიონები.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო.

„წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ. აღნიშნულ მონაკვეთში, გზის დაზიანებული საფარის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, თუმცა დღეიდან სავალი ნაწილი მოწესრიგებულია და გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილებისთვის კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

შალვა მშველიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის დაკვეთით, შპს „დინ გრუპმა“ განახორციელა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031