გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: პროცენტების აწევა ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს

21-11-2019

ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს“, ამის შესახებ დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცენტების გაზრდა საფრთხეს უქმნის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას.

„გაუგებარია, რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს. გუშინ მხოლოდ პროცენტების გაზრდაზე მოვისმინეთ, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მოთხოვნა არის სუსტი. თუ ეს ასეა, პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ეს არ არის სწორი პასუხი შექმნილ პრობლემაზე.

ამასობაში ვაჭრობა 2.97-2.98 კურსით ხდება და გარეთ კურსი უკვე 3.0 ნიშნულს აღწევს - ეს არ არის სწორი მართვა. ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930